Accessibility links

logo-print

პუტინმა ბლატერს ფიფას პრეზიდენტად კვლავ არჩევა მიულოცა


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ტელეგრამა გაუგზავნა ფიფას პრეზიდენტს, ზეპ ბლატერს მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტად კვლავ არჩევის გამო. კრემლის განცხადებით, პუტინმა გამოთქვა რწმენა, რომ ბლატერის გამოცდილება, პროფესიონალიზმი და მაღალი ავტორიტეტი დაეხმარება მას ხელი შეუწყოს ფეხბურთის პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში. რუსეთი ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირს 2018 წელს უმასპინძლებს. განცხადება მოჰყვა ბლატერის კვლავ არჩევას მისი გადადგომის და კენჭისყრის გადადებისკენ მსოფლიო ფეხბურთის სფეროს წარმომადგენლების და პოლიტიკოსების მოწოდების ფონზე. შვეიცარიამ 27 მაისს ფიფას შვიდი მაღალჩინოსანი დააპატიმრა კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე. ამავე დროს, დაიწყო გამოძიება მექრთამეობის და ფულის გათეთრების ვარაუდებზე, რომლებიც უკავშირდება 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების გამართვის უფლების მინიჭებას რუსეთისა და კატარისთვის.

XS
SM
MD
LG