Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში პოლიციამ განდევნა საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები


პაკისტანის პოლიციამ საპროტესტო გამოსვლის ასობით მონაწილე განდევნა ქალაქ კეტაში, ბალუჩისტანის პროვინციაში. დემონსტრანტებმა მჯდომარე აქცია მოაწყვეს რეგიონული მმართველი ოფისთან, რათა პროტესტი გამოეხატათ იმის გამო, რომ ხელისუფლება მათ მხარში არ უდგას. რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახური იტყობინება, რომ აქცია მოჰყვა სროლას, რის შედეგადაც უცნობმა პირებმა ავტობუსის 21 მგზავრი დახოცეს, დედაქალაქიდან 40 კილომეტრში. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ ხალხის დახოცვა ეთნიკური მოტივი ჰქონდა, რომ მკვლელები უშიშროების სამსახურის ფორმები ეცვათ და საბუთები მოითხოვეს, შემდეგ, პუშტუნები დახოცეს, ხოლო ბალუჩები დაინდეს. თავდასხმისთვის პასუხიმგებლობა არავის უკისრია.

XS
SM
MD
LG