Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა მიხეილ სააკაშვილი


უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ოდესის რეგიონის გუბერნატორად დანიშნა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. პოროშენკომ განცხადება გააკეთა ოდესაში გამართული შეხვედრის დროს, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა და რომლის დროსაც ის სააკაშვილთან ერთად იყო. მან სააკაშვილს „უკრაინის დიდი მეგობარი უწოდა“. პოროშენკომ ხელი მოაწერა სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების ბრძანებულებას. დანიშვნა მოჰყვა პოროშენკოს კაბინეტის რეკომენდაციას, ოდესის რეგიონს გაძღოლოდა სააკაშვილი. ექსპერტთა შეფასებით, ამ დანიშვნამ შეიძლება კიდევ უფრო დაძაბოს ურთიერობა რუსეთსა და უკრაინას შორის.

XS
SM
MD
LG