Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვს სურს, შეაჩეროს აივაზოვსკის მოპარული ნახატის გაყიდვა


ინტერპოლის რუსეთის ბიურომ ბრიტანეთს მიმართა თხოვნით, შეაჩეროს სომხური წარმოშობის რუსი მხატვრის ივან აივაზოვსკის ნამუშევრის აუქციონზე გაყიდვა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აივაზოვსკის ნახატი, "საღამო კაიროში", მოპარულ იქნა ერთ-ერთი კერძო კოლექციიდან მოსკოვში, 1997 წელს. "სოთბისის" სააუქციონო სახლის ცნობით, 2 ივნისს ორი ათასამდე ნამუშევარი გაიყიდება და მათი საერთო ფასი ორიდან ხუთ მილიონამდეა. "სოთბისმა" როიტერის სააგენტოს განუცხადა, რომ იცის საჩივრის შესახებ, მაგრამ მოპარული ნახატების ნუსხაში ეს ნამუშევარი არ არის.

XS
SM
MD
LG