Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის პოლიციამ ჩაშალა გეებისა და მათი მხარდამჭერების აქცია


მოსკოვის პოლიციამ დააკავა ჰომოსექსუალების უფლებათა რამდენიმე დამცველი, რომლებიც უნებართვოდ მართავდნენ მსვლელობას რუსეთის დედაქალაქის ცენტრში. ერთი მათგანი ცდილობდა ფერადი დროშის აღმართვას. დაკავებულ იქნა, აგრეთვე, მართლმადიდებელთა მონაწილეობით გამართული საპირისპირო დემონსტრაციის რამდენიმე მონაწილე. გეების მხარდამჭერ აქტივისტებს კვერცხები დაუშინა 30-მდე ნაციონალისტმა, რომლებიც იქვე იყვნენ შეკრებილი. ადგილზე დიდი რაოდენობით იყვნენ შეკრებილი რიგითი მოქალაქეები და საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები. უფლებადამცველებმა დემონსტრაცია გამართეს მიუხედავად იმისა, რომ მათ მოსკოვის სასამრთლომ შესაბამისი ნებართვა არ მისცა. პოლიციის თანახმად, სულ დაკავებულია 16 პირი.

XS
SM
MD
LG