Accessibility links

ანტი-მუსლიმთა შეიარაღებულმა ჯგუფმა აშშ-ში დემონსტრაცია მოაწყო


ორასამდე დემონსტრანტი, ზოგი მათგანი შეიარაღებული, მივიდა 29 მაისს აშშ-ის არიზონის შტატის ქალაქ ფენიქის მეჩეთთან საპროტესტო აქციის მოსაწყობად. მათ ხელში ეჭირათ წინასწარმეტყველ მოჰამედის კარიკატურები. დემონსტრაცია მოეწყო ისლამური თემის ცენტრთან, სადაც დადიოდნენ მუსლიმი თავდამსხმელები, რომლებმაც ამ თვეში ტეხასში იერიში მიიტანეს მოჰამედის კარიკატურების კონკურსზე. დემონსტრაციის ორგანიზატორ, ერაყის ომის ვეტერან ჯონ რიცჰაიმერის თქმით, ეს საპროტესტო აქცია პასუხია ტეხასის თავდასხმაზე. მისი იდეა იყო, რომ დემონსტრანტებს იარაღი ჰქონოდათ იმ შემთხვევისთვის, თუ მაჰმადიანები თავს დაესხმებოდნენ დემონსტრანტებს. ადგილზე მივიდნენ მხოლოდ მშვიდობიანად განწყობილი მაჰმადიანები, საპასუხო 250 კაციანი დემონსტრაციის მონაწილეები, პლაკატით, „სიყვარული, არა სიძულვილს!“. საერთოდ დემონსტრაცია, რომლის ქუჩის ორივე მხარეს მყოფ მონაწილეებს შორის პოლიცია იდგა, უფრო ხალხნაკლული გამოდგა, ვიდრე მოელოდნენ. თუმცა ზოგიერთი მონაწილე გაჰყვიროდა ლოზუნგს, "ისლამი მკვლელების რელიგი"ა, ფენიქსის მეჩეთში ქადაგებისას შარშან დაიგმო ისლამური სახელმწიფოს გაერთიანება და ალ ყაიდა.

XS
SM
MD
LG