Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია უკრაინელი ლტოლვილებისთვის მეტი დახმარების გაწევას გეგმავს


გერმანია გეგმავს უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს უკრაინელ ლტოლვილებს, რომელებიც იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ საცხოვრებელი ადგილი აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გამო. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ეს 30 მაისს განაცხადა აღმოსავლეთ უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ლტოლვილთა ბანაკში სტუმრობისას. სააგენტო დე-პე-ას ცნობით, გერმანია ათ მილიონ ევროს გამოუყოფს უკრაინელ ლტოლვილებს. სავარაუდოდ, ორი მილიონი ადამიანი გაექცა პრორუსულ სეპარატისტებს და უკრაინის არმიას შორის ომს უკრაინის აღმოსავლეთში. მათმა ნაწილმა, 800 ათასამდე პირმა, უკრაინა დატოვა.

XS
SM
MD
LG