Accessibility links

logo-print

ფიფას ოფიციალური წარმომადგენლები აშშ-ს შურისძიებაში ადანაშაულებენ


ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი რანგის ორმა წარმომადგენლმა 29 მაისს ბრალდება გამოთქვეს, რომ აშშ-ის მიერ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ფიფას წინააღმდეგ შურისძიების გრძნობითაა მოტივირებული, რადგან 2022 წლისთვის აშშ-ს არ მიეცა უფლება ემასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის. პირადი მოტივებია, განაცხადა ჯეკ ოურნერმა, ფიფას ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც ტრინიდადში დააპატიმრეს ამ კვირაში ეჭვით, რომ 1998 და 2010 წლის მოფლიო ჩემპიონატების ფინალური ტურნირების მასპინძლების არჩევისას ქრთამი აიღო. აშშ ცდილობს ზიანი მიაყენოს ფიფას, რადგან მათ არ მიეცათ ტურნირის ჩატარების საშუალება 2022 წლისთვის, თქვა მან. ზეპ ბლატერმა, ფიფას ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ აშშ-ს და ბრიტანეთს შურისძიება ამოძრავებთ 2018 და 2022 წლების გამო, როცა ამ ორ ქვეყანას სურდა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა.

XS
SM
MD
LG