Accessibility links

logo-print

გაეროს წარგზავნილმა სირიაში კასრის ბომბების გამოყენება


სირიაში გაეროს წარგზავნილმა, სტაფან დე მისურამ დაგმო სირიაში მთავრობის ჯარის მიერ ალეპოს პროვინციაში კასრის ბომბების გამოყენების შესახებ ინფორმაცია. სირიელ მეთვალყურეთა ჯგუფმა განაცხადა, რომ სირიის მთავრობის ჯარმა გამოიყენა ეგრეთწოდებული, კასრის ბომბები ალეპოს პროვინციაში. შედეგად დახოცილ მოქალაქეთა რიცხვი 71-ია,იტყობინება ჯგუფი. ცნობით, ალეპოში, მეამბოხეთა ხელში მყოფ არეალში, ამგვარი ბომბების ჩამოგდებას ემსხვერპლა 12 ადამიანი. ფრანსპრესის თანახმად, ალეპოდან 40 კილომეტრში მდებარე ალ-ბაბში, კასრის ბომბების ჩამოყრას ისლამური სახელმწფოს კონტროლქვეშ მყოფ არეალში 33 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. კასრის ბომბების გამოყენება დაუშვებლად მიაჩნიათ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რადგან ეს იარაღი ძირითადად სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენება. მათ ჩვეულებრივ შვეულმფრენებიდან ყრიან ხოლმე და მათი დამზადება შედარებით იოლია.

XS
SM
MD
LG