Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მდგომარეობა სტაბილურია ველოსიპედით ავარიის შემდეგ


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის მდგომარეობა სტაბილურია ველოსიპედით სეირნობის დროს ავარიის და ფეხის მოტეხვის შემდეგ. ინციდენტი მოხდა საფრანგეთში, ზემო სავოიაში, სადაც 71 წლის კერი ველოსიპედით სეირნობდა წინა დღით ჟენევაში ირანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ექიმები იქვე იყვნენ, და შემდეგ, კერი ჟენევის უნივერსიტეტის კლინიკაში გადააფრინეს. ცნობით, კერის გონება არ დაუკარგავს და მხოლოდ ფეხი დაიზიანა. კერიმ გააუქმა თავისი შეხვედრები ესპანეთში და საფრანგეთში, სადაც ერაყის პრემიერ-მინისტრს, ჰაიდარ ალ-აბადის უნდა შეხვედროდა ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის შესახებ მოსალაპარაკებლად. კერი ახლააშშ-ში მიემგზავრება ფეხის სამკურნალოდ. 30 მაისს კერიმ მოლაპარაკება გამართა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფთან ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო. შეხვედრის მიზანი იყო, გზა გაეხსნა ბირთულ სფეროში ირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს, ასევე გერმანიას შორის საბოლოო შეთანხმებისთვის, რომლის მიღება ივნისისთვისაა დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG