Accessibility links

ავღანეთის პრეზიდენტი პაკისტანისგან თალიბანის წინააღმდეგ მოქმედებას მოითხოვს


ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღარიმ წერილი მისწერა პაკისტანის ლიდერებს, სადაც მოითხოვს ისლამაბადისგან, უფრო მკაცრად შეებრძოლოს თალიბანს. ღანი გასულ კვირაში გაგზავნილი წერილში ითხოვს პაკისტანის ოფიციალურ პირებისგან, რომ ბოლო მოუღონ პაკისტანში თალიბებისთვის კარგი პირობების შექმნას და შეწყვიტონ ავღანეთში მოქმედი შეიარაღებული ჯგუფისთვის დახმარების გაწევა. ღანის წერილი, რომლის ასლი რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, გაიგზავნა ავღანეთის მთავრობის მიმართ გამოთქმული მძაფრი კრიტიკის ფონზე. ავღანეთში დადებითად არ შეხვდნენ მთავრობის შეთანხმებას პაკისტანთან დაზვერვის მასალების გაზიარების შესახებ. შეთანხმებამ დიდი უკმაყოფილება მოჰყვა ავღანეთის პარლამენტში, სადაც თვლიან, რომ შეთანხმებით მთავრობა მიეყიდა პაკისტანს. წერილში ღანი სთხოვს ისლამაბადს, დაგმოს თალიბანის გაზაფხულის იერიში და შინა პატიმრობაში მოათავსოს თალიბანის ლიდერები კეტასა და ფეშავარში.

XS
SM
MD
LG