Accessibility links

აშშ-ის მეთაურობით დაიბომბა ისლამური სახელმწიფოს პოზიციებიერაყსა და სირიაში


აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ 17 საჰაერო იერიში განახორციელა სირიასა და ერაყში ისლამური სახელმწიფოს პოზიციების წინააღმდეგ. ერაყში 3 თავდასხმა მოხდა რამადის, ბაღდადის, ბაიჯის, ფალუჯის, მახმურის, მოსულის, სინჯარის და ტალ აფარის მახლობლად. სირიაში სამიზნე იყო ქობანი და ალ ჰასაკაჰი. საერთაშორისო კოალიცია სექტემბრის შემდეგ ებრძვის ისლამურ სახელმწიფოს ამ ორი ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც ექსტრემისტულმა გაერთიანებამ დიდი ტერიტორიები დაიკავა.

XS
SM
MD
LG