Accessibility links

"სოთბისი" აივაზოვსკის ნახატს აუქციონზე მაინც გაიტანს


საერთაშორისო სააუქციონო სახლმა სოთბისმა განაცხადა, რომ ცნობილი რუსი მხატვრის, აივაზოვსკის ნახატს აუქციონზე გაიტანს მიუხედავად რუსეთის ჩივილისა. ინტერპოლის რუსეთის ბიურომ ბრიტანეთს მიმართა თხოვნით, შეაჩეროს სომხური წარმოშობის რუსი მხატვრის ივან აივაზოვსკის ნამუშევრის აუქციონზე გაყიდვა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აივაზოვსკის ნახატი, "საღამო კაიროში", მოპარულ იქნა ერთ-ერთი კერძო კოლექციიდან მოსკოვში, 1997 წელს. "სოთბისის" სააუქციონო სახლის ცნობით, 2 ივნისს ორი ათასამდე ნამუშევარი გაიყიდება და მათი საერთო ფასი ორიდან ხუთ მილიონამდეა. "სოთბისმა" როიტერის სააგენტოს განუცხადა, რომ იცის საჩივრის შესახებ, მაგრამ მოპარული ნახატების ნუსხაში ეს ნამუშევარი არ არის. ​

XS
SM
MD
LG