Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრემიერს არ სურს ირანსა და საუდის არაბეთს შორის კონფლიქტში ჩარევა


ერაყის პრემიერ-მინისტრი, ჰაიდარ ალ-აბადი შეეცადა დაერწმუნებინა საუდის არაბეთი, რომ თავისი შიიტური მთავრობა არ დაუშვებს, რომ ერაყი „ირანისთვის შესასვლელად“ იქცეს და რომ ბაღდადი რეგიონულ კონფლიქტში ახლო აღმოსავლეთის ორ მოქიშპეს შორის, მონაწილეობას არ მიიღებს. აბადიმ ირაყის სახელმწიფო ტელეარხს უთხრა, რომ ერაყს არ სურს რეგიონულ კონფლიქტში ჩარევა, და თუ საუდის არაბეთსა და ირანს შორის არის კონფლიქტი, არ ჩაერევა მასში. სუნიტური უმრავლესობის მქონე საუდის არაბეთი და შიიტური ირანი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე გავლენის მოპოვებაში ერთმანეთს ეპაექრებიან. ბაღდადმა მაისში სთხოვა ირანის მხარდაჭერით მოქმედ შიიტურ ლაშქარს დახმარებოდა მის ჯარს ქალაქ რამადისთვის ბრძოლაში. რამადი სუნიტური რეგიონის დედაქალაქია, რომელიც ისლამურმა სახელმწიფომ დაიკავა. ამან გაზარდა შეშფოთება ერაყში ირანის შესაძლო გავლენის ზრდის გამო. საუდის არაბეთი ამ დროს სათავეში უდგას კოალიციას, რომელიც იემენში ებრძვის შიიტ მეამბოხეებს, ჰუტის მიმდევრებს.

XS
SM
MD
LG