Accessibility links

logo-print

რუსი ოპოზიციონერი ლავროვისგან განმარტებას მოითხოვს შავი სიის გამო


რუსმა ოპოზიციონერმა კანონმდებელმა 31 მაისს ოფიციალურად მოითხოვა განმარტებ ასაგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისგან, თუ რატომ აუკრძალეს ევროპის 17 სახელმწიფოს 89 პოლიტიკოს სრუსეთში შესვლა. კანონმდებელმა დმიტრი გუდკოვმა განაცხადა, რომ ლავროვმა ასევე უნდა დაადასტუროს 89-ვე პოლიტიკოსის გვარები, რომლებიც სიაში არიან შეტანილი. შავი სია შეიქმნა რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის ფონზე, რომელიც მოჰყვა ყირიმის ანექსიას და პრორუსული სეპარატისტებისთვის კრემლის მხრიდან მხარდაჭერას. ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთს, რაც სხვათა შორს, გულისხმობს 151 რუსი და პრორუსული უკრაინელი სეპარატისტისთვის ანგარიშების გაყინვასთან ერთად ევროკავშირში მოგზაურობას. კრემლის სიაში იმ პირების გვარებია შეტანილი, რომლებიც ღიად აკრიტიკებდნენ პუტინს ყირიმის ანექსიის და უკრაინაში მოქმედების გამო.

XS
SM
MD
LG