Accessibility links

logo-print

ბრიტანული გამოკვლევა: „კრემლი გაყალბებულ სატელიტურ ფოტოებს იყენებდა“


კრემლი გაყალბებულ სატელიტურ ფოტოებს იყენებდა იმის დასადასტურებლად, რომ 2014 წლის ივლისში აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავი უკრაინის ძალების მიერ იქნა ჩამოგდებული. ამის თაობაზე იტყობინებიან ბრიტანელი დამოუკიდებელი გამომძიებლები, რომლებიც აცხადებენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ფოტოებს თარიღს უცვლიდა. ანგარიში გამოძიების შესახებ გამოაქვეყნა ბრიტანელმა სამოქალაქო ჟურნალისტმა, ელიოტ ჰიგინსმა თავის უებ საიტზე სახელწოდებით, ბილინგკეტი. ჰიგინსის თანხმად, ფოტოების გასაყალბებლად იყენებდნენ პროგრამა "ადობე ფოტოშოფის" ერთ-ერთ ვერსიას, რასაც ადასტურებს ციფრული ექსპერტიზა. ამერიკის და გერმანის დაზვერვის წყაროებმა თავის დროზე დაადასტურეს, რომ მალაიზიის თვითმფრინავი, რომელშიც მყოფი 298 ადამიანი დაიხოცა, ჩამოაგდო ბუკის ტიპის რაკეტამ, რომელიც პრორუსული სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიიდან გაისროლეს. ნიდერლანდელი დამოუკიდებელი გამომძიებლები, რომლებმაც კატასტროფის ადგილი მოინახულეს, თავიანთ დასკვნას წელს ოქტომბერში გამოაქვეყნებენ.

XS
SM
MD
LG