Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი აშშ-ში დღეს დაბრუნდება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ჟენევის ჰოსპიტალში ერთი დღით დარჩა დაკვირვებისთვის. 31 მაისს ჯონ კერიმ მოიტეხა მარჯვენა ფეხი საფრანგეთში ველოსიპედით სეირნობისას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ 31 მაისს განაცხადა „სახელმწიფო მდივანი საღამოს გეგმავდა აშშ-ში დაბრუნებას, მაგრამ კონსულტაციების შედეგად გონივრულად ჩაითვალა მისი საავადმყოფოში დარჩენა ერთი დღით, დაკვირვებისთვის, სრულიად პროფილაქტიკური თვალსაზრისით და ხვალ გამოფრენა“. ინციდენტის გამო ჯონ კერიმ გააუქმა მონაწილეობა ევროპული ტურნეს ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებში, მათ შორის - „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაში. ჯონ კირბის განცხადებით, ჯონ კერი პარიზის კონფერენციაში დისტანციურად ჩაერთვება. ინციდენტამდე ერთი დღით ადრე, ჯონ კერი ჟენევაში შეხვდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამად ჯავად ზარიფს. შიშობენ, რომ ჯონ კერის ჯანმრთელობის რეაბილიტაციის გამო შეიძლება შეფერხდეს ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიმდინარე მოლაპარაკებები და სხვა დიპლომატიური ინიციატივები.

XS
SM
MD
LG