Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით კერესელიძე: საქართველოს ხელისუფლება მზად არის, მხარში ამოუდგეს უკრაინას


ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას "უკრაინის ხელისუფლების სუვერენული უფლება" უწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ. თბილისში, დღეს გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა საქართველოს უკრაინის გადაწყვეტილება, ორი ქვეყნის ურთიერთობის გაუარესება დღის წესრიგში არ დგას და არც უნდა იდგეს. „უკრაინა დღეს არის მძიმე ვითარებასა და ომის მდგომრეობაში, მას განვითარება და მხარდაჭერა სჭირდება და საქართველოს ხელისუფლება მზად არის, უკრაინას გვერდით დაუდგეს“, - განაცხადა კერესელიძემ.

XS
SM
MD
LG