Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EBRD-ს დელეგაცია კიევში მოლაპარაკებებს გამართავს


1 ივნისს კიევში ეწვევა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დელეგაცია , რომელიც მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის მთავრობასთან თანამშრომლობისა და ეკონომიკური რეფორმების შესახებ. დელეგაცია ხუთი დღის განმავლობაში დარჩება უკრაინაში. მის შემადგენლობაში არიან ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრები, მათ შორის - ევროკავშირის საინვესტიციო სტრუქტურების წარმომადგენლები. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) უკრაინის ეკონომიკური პროგნოზი შეცვალა და ის დიდწილად დაუკავშირა დონბასში შეიარაღებულ კონფლიქტს. სსფ-ს ექსპერტები ორკვირიანი სამუშაო ვიზიტის განმავლობაში სწავლობდნენ ვითარებას. უარყოფითი პროგნოზის მიუხედავად, სსფ-მ დადებითად შეაფასა უკრაინის მთავრობის მოქმედება რეფორმების განხორციელებაში. უკრაინის ხელისუფლებას უახლოეს ხანში სსფ-ს მორიგი კრედიტის - 2,5 მილიარდი დოლარის მიღების იმედი აქვს. სსფ-ს უკრაინის ეკონომიკის დაკრედიტების ოთხწლიანი პროგრამა შეადგენს 17, 5 მილიარდ დოლარს.

XS
SM
MD
LG