Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი უარყოფს ევროკავშირის კრიტიკას „შავი სიის“ გამო


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოედგილემ, ალექსეი მეშკოვმა უარყო დასავლეთის კრიტიკა შავი სიის გამო, რომელშიც მოსოკოვს შეყვანილი ჰყავს ევროკავშირის 89 პოლიტიკოსი. ამ პირებს უარს ეუბნებიან რუსეთის ტერიტორიაზე შეშვებაზე. მეშკოვის თქმით, აკრძალვა არ არის პოლიტიკურად მოტივირებული და ერთადერთი მიზანია, ცხოვრება გაუადვილოს სიაში შეყვანილ პირებს, რომლებიც კრემლის აქტიური ოპონენტები არიან. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ევროკავშირის მიმართ მოსკოვის ნდობა შეარყია ბრიუსელის კრიტიკამ შავის სიის გამო. დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მკვეთრად გააუარესა შარშან მარტში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ და მას შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერამ. ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 151 ადამიანს - რუსეთის მოქალაქეებსა და უკრაინელებს, რომლებიც სეპარატისტულ ბრძოლაში არიან ჩაბმული.

XS
SM
MD
LG