Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქმედების ვადა ამოეწურა აშშ-ის "პატრიოტული აქტის" იმ ნაწილს, რომელიც სატელეფონო მოსმენებს ეხება


მოქმედების ვადა ამოეწურა აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ შემოღებული „პატრიოტული აქტის“ იმ ნაწილს, რომელიც შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურებს აძლევს წინასწარ შერჩევის გარეშე სატელეფონო საუბრების ჩაწერა-შეგროვების უფლებას. მისი მოქმედების ვადა ამიწურა მას შემდეგ, რაც სენატმა არ დაამტკიცა შეცვლილი ვარიანტი დათქმულ ვადამდე (თბილისის დროით, 1 ივნისს 8 საათამდე). მორიგი კენჭისყრა "პატრიოტულ აქტზე" - გადასინჯულ კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებს სატელეფონო საუბრების ჩაწერა-შეგროვებაზე კონტროლის გამკაცრებას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაიმართება. კანონპროექტი უკვე დამტკიცებული აქვს წარმოადგენელთა პალატას, მაგრამ ის სენატში შეფერხდა მას შემდეგ, რაც სენატორმა რენდ პოლმა მხარი არ დაუჭირა წინასწარ შერჩევის გარეშე სატელეფონო საუბრების ჩაწერა-შეკრებას და კანონპროექტს პროგრამის რეფორმის შესახებ. „პატრიოტული აქტის“ ამ ნაწილზე შეუთანხმებლობა ნიშნავს, რომ აშშ-ის უშიშროების ეროვნული სააგენტო დროებით კარგას უფლებას, წინასწარი შერჩევის გარეშე შეაგროვოს სატელეფონო საუბრების ჩანაწერები და თვალი ადევნოს ტერორიზმში ეჭვმიტანილებს.

XS
SM
MD
LG