Accessibility links

logo-print

ბოლო დღეებში ხმელთაშუა ზღვაში 5000-ზე მეტი მიგრანტი გაადაარჩინეს


ბოლო დღეებში, პარასკევიდან მოყოლებული, 5000-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს ხმელთაშუა ზღვაში. ისინი ლიბიიდან 25 ნავის მეშვეობით ცდილობდნენ ევროპის ნაპირებამდე მიღწევას. მიგრანტების გადარჩენაში მონაწილეობდა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნა - იტალია, ბელგია, დანია და ფინეთი. "სანაპირო დაცვის სააგენტოების ევროპული კავშირის" წარმომადგენლის, ფაბრის ლეგერის ინფორმაციით, წელს ჯერ არ ჰყავდათ აღრიცხული მიგრანტების ასეთი რაოდენობა. ხმელთაშუა ზღვაში სამაშველო ოპერაციებს ახორციელებს ევროკავშირის მისია სახელწოდებით „ტრიტონი“, რომელიც ჩაენაცვლა იტალიის პროექტს „მარე ნოსტრუმს“. მიგრანტების დახმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც წელს აპრილში დაიღუპა 800-ზე მეტი მიგრანტი აფრიკიდან ევროპაში ჩაღწევის მცდელობისას.

XS
SM
MD
LG