Accessibility links

logo-print

გაერო: აღმოსავლეთ უკრაინაში 6400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა


გაეროს მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში 6400-ს გადააჭარბა კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. ეს მაჩვენებელი, სულ ცოტა, 300-თ მეტია რიცხვზე, რომელიც სახელდებოდა გაეროს წინა ანგარიშში უკრაინის მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის შეტაკებების მსხვერპლზე. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის ბოლო მონაცემებით, სულ ცოტა, 6417 ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილში დაწყებული კონფლიქტის შედეგად - მიუხედავად ძალადობის შემცირებისა, რომელიც მოჰყვა მინსკში თებერვალში მიღწეულ ზავს. გაეროს ინფორმაციით, მოკლულებს შორის არის, სულ ცოტა, 626 ქალი და გოგონა, და დაიჭრა 15962 ადამიანი.

XS
SM
MD
LG