Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლებმა ხუთი ადამიანი შეიწირა


აღმოსავლეთ უკირაინაში ხუთი ადამიანი იქნა მოკლული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიუხედავად. 1 ივნისს უკრაინელი სამხედრო პირების განცხადებით, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში დაიღუპა სამი და დაიჭრა ოთხი ჯარისკაცი, ხოლო ორი უკრაინელი ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა სოფელ მარიინკასთან. რუსეთის მომხრე მეამბოხეები კი აცხადებენ, რომ 31 მაისს დაიღუპა ორი და დაიჭრა ხუთი სამოქალაქო პირი. გაეროს ბოლო ანგარიშით, რომელიც 1 ივნისს გამოქვეყნდა, 6400-ს გადააჭარბა აღმოსავლეთ უკრაინაში წელიწადზე მეტი ხნის წინ დაწყებული კონფლიქტის შედეგად დაღუპულების რიცხვმა.

XS
SM
MD
LG