Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში 30 ჯარისკაცი დაიღუპა "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად


ერაყელი ოფიციალური პირების ცნობით, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ თავდასხმები მოაწყო ანბარის პროვინციაში მდებარე პოლიციის ბაზაზე და მოკლა, სულ ცოტა, 30 ჯარისკაცი. პოლიციის წარმომადგენლების ცნობით, სამი თვითმკვლელი თავდამსხმელი ერთდროულად შეიჭრა ავტომანქანებით პოლიციის ბაზაზე, რასაც მოჰყვა ძლიერი აფეთქება იქ მდებარე იარაღის საცავში. დაიჭრა 40-ზე მეტი ჯარისკაცი. თავდასხმების ფონია ერაყის შეიარაღებული ძალების ბრძოლა „ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტებთან ანბარის პროვინციაში, იქ დაკარგულ ტერიტორიებზე და დასახლებებზე, მათ შორის პროვინციის დედაქალაქ რამადიზე, კონტროლის აღსადგენად.

XS
SM
MD
LG