Accessibility links

logo-print

თინა ხიდაშელი ბრიუსელში შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს


საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი, 1 ივნისს ბრიუსელში შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. ცნობების თანახმად, საუბრის თემები იყო ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის შექმნის გეგმა და ვარშავაში მომავალი წლის ნატოს სამიტისათვის მზადება. როგორც თინა ხიდაშელმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ნატოს გენერალური მდივანი მას დაჰპირდა, რომ მიმდინარე წელს ეწვევა საქართველოს. „რაც შეეხება ვარშავის სამიტს, რა თქმა უნდა, საუბრის მთავარი თემა როგორც დღეს აქ ამ შეხვედრაზე, როგორც ჩემს ნებისმიერ შეხვედრაზე დღეიდან და 9 ივლისამდე მომავალი წლის - ეს იქნება მთავარი თემა. ჩვენი პოზიცია, დამოკიდებულება ცნობილია: ჩვენ ვითხოვთ, რომ საქართველო გადავიდეს თვისებრივად ახალ ეტაპზე ნატოსთან ურთიერთობის“, - განაცხადა ხიდაშელმა ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ.

XS
SM
MD
LG