Accessibility links

logo-print

თბილისში გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილისა და ივიცა დაჩიჩის შეხვედრა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს თბილისში შეხვდა ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ივიცა დაჩიჩს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველო-ეუთოს თანამშრომლობასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება იმ ე.წ. ხელშეკრულებების გამო, რომლებიც მოსკოვმა გააფორმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კონფლიქტის მოგვარების პროცესში ეუთომ აქტიური და პოზიტიური ფუნქცია უნდა შეასრულოს. თავის მხრივ, ივიცა დაჩიჩმა განაცხადა, რომ ეუთო მომავალშიც გადადგამს ქმედით ნაბიჯებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.

XS
SM
MD
LG