Accessibility links

logo-print

საქართველოში ორდღიან ვიზიტს იწყებს ესტონეთის პრეზიდენტი


საქართველოში ორდღიან ვიზიტს იწყებს ესტონეთის პრეზიდენტი თომას ჰენდრიკ ილვესი. მისი დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. გიორგი მარგველაშვილი და თომას ჰენდრიკ ილვესი ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებული ფორმატით შეხვდებიან. ხვალ ესტონეთის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღრაიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს. თბილისში ვიზიტისას თომას ჰენდრიკ ილვესი სიტყვით გამოვა საქართველოს ატლანტიკურ საბჭოში და გიორგი მარგველაშვილთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში.

XS
SM
MD
LG