Accessibility links

logo-print

უზბეკი უფლებადამცველი დაკავების დროს სექსუალური დამცირების მსხვერპლი გახდა


ცნობილი უზბეკი უფლებადამცველი, ელენა ურლაევა, მისი ნაამბობით, პოლიციამ დააკავა და ის ძალადობის და სექსუალური დამცირების მსხვერპლი გახდა მას მერე, რაც ბამბის მრეწველობაში იძულებით დასაქმების დამამტკიცებელი მასალა შეაგროვა. უზბეკეთში უფლებების დამცველი ალიანსის ხელმძღვანელი აცხადებს თავის ელექტრონულ წერილში, რომ ის დააკავეს ქალაქ ჩინაზში, ტაშკენტიდან 60 კილომეტრში, 31 მაისს მას მერე, რაც გაესაუბრა და ფოტოები გადაუღო მასწავლებლებს, რომლებიც ოფიციალურმა პირებმა აიძულეს ემუშავათ ბამბის პლანტაციაში. ის დააკავა პოლიციამ, რომელიც ეძებდა მეხსიერების ბარათს. გამოძახებულმა სანიტრებმა ის გააშიშვლეს და ჩაუტარეს ვაგინალური და რექტალური ჩხრეკა. 58 წლის ურლაევა საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციებს შორის პატივისცემით სარგებლობს. ის ორი ათეული წელია აღნუსხავს უზბეკეთის პრეზიდენტის, ისლამ ქარიმოვის მთავრობის მხრიდან უფლებების დარღვევას, სხვათა შორის, უზბეკეთის ბამბის პლანტაციებში ბავშვების იძულებით დასაქმებას. ჰიუმენ რაიტს უოჩის, ბიშკეკში დაფუძნებულმა, შუა აზიის ცენტრის წარმომადგენელმა, სტივ სუერდლოუმა განაცხადა, რომ ურლაევას შემთხვევა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ამ ქვეყნის მთავრობის სასტიკი მოპყრობის გაუარესების ახალ დონეს ადასტურებს. ამაზე საჭიროა დაუყოვნებლივ სართაშორისო რეაგირება სხვათა შორის აშშ-ის და ევროპის კავშირის მხრიდან. ეს სუერდლოუმ რადიო თავისუფლებას სატელეფონო საუბრისას უთხრა.

XS
SM
MD
LG