Accessibility links

logo-print

ერაყის პრემიერი უკმაყოფილოა კოალიციის მხარდაჭერით


ერაყის პრემიერ-მინისტრის, ჰაიდან აბადის განცხადებით, საერთაშორისო კოალიცია არ აკეთებს საკმარისს იმისთვის, რომ დაეხმაროს ბაღდადს ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან ბრძოლაში. პარიზში გამართულ კონფერენციაზე, 2 ივნისს, აბადიმ თქვა, რომ კოალიციური პარტნიორები არ აწარმოებენ ისლამური სახელმწიფოს პოზიციების ჰაერიდან საკმარისად დაზვერვას. პარიზის შეხვედრაში მონაწილეობას იღებს დასავლეთის და ახლო აღმოსავლეთის ქვენების 20-მდე მინისტრი, რომელთა მსჯელობის საგანი ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაა.

XS
SM
MD
LG