Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როჰანი: თეირანი სირიას ბოლომდე დაუჭერს მხარს


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ბოლომდე გაუწევს მხარდაჭერას სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს. ეს, ირანის სააგენტოს ცნობით, როჰანიმ განაცხადა თეირანში, სირიის პარლამენტის სპიკერის, მოჰამად ალ-ლაჰამისსტუმრობისას. შეხვედრა შედგა სირიაში ბრძოლების გამძაფრების ფონზე. ისლამურმა სახელმწიფომ ახლახან დაიკავა ცენტრალური სირიის ანტიკური ქალაქი, პალმირა. შიიტური ირანი სირიას მხარს უჭერდა კონფლიქტამდეც, მაშინაც, როცა ამ ქვეყანას ახლანდელი პრეზიდენტის მამა განაგებდა.

XS
SM
MD
LG