Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბუკის" რუსი მწარმოებელი: თვითმფრინავი ძველი წარმოების რაკეტამ ჩამოაგდო


საჰაერო თავდაცვის რაკეტა "ბუკის" რუსი მწარმოებლის თანახმად, შარშან აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის თვითმფრინავი რაკეტის ძველი ვერსიის მიერ იქნა ჩამოგდებული. ეს სახელმწიფო კონსორციუმ, ალმაზ ანტაის გენერალური დირექტორის მრჩეველმა 2 ივნისს განაცხადა პრესკონფერენციაზე, მოსკოვში. მიხალ მალიშევსკის თქმით, "ბუკის" ძველ ვერსიას კვლავ მოიხმარს უკრაინის არმია და ის აღარ აქვს რუსეთს თავის არსენალში. მალიშევსკის თქმით, დასკვნა ეფუძნება თვითმფრინავისთვის მიყენებული დარტყმის ანაბეჭდების იმ ფოტოგრაფიების ანალიზს, რომლებიც საჯაროდ მისაწვდომია. მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზების გამო დაპირისპირებაა: რუსეთი უკრაინის არმიას ადანაშაულებს, უკრაინა და დასავლეთი აცხადებენ, რომ მას სეპარატისტთა კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიიდან გატყორცნილი რაკეტა მოხვდა. ბრიტანელმა გამომძიებლებმა ორი დღის წინა განაცხადეს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მის მიმართ ბრალდების გასაქარწყლებლად გაყალბებული სატელიტური ფოტოები წარმოადგინა.

XS
SM
MD
LG