Accessibility links

logo-print

ერაყს საერთაშორისო კოალიცია მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს


საფრანგეთში გამრთულ კონფერენციაზე, რომელშიც დასავლეთის და ახლო აღმოსავლეთის ქვენების 20-მდე მინისტრი მონაწილეობდა, ერთობლივ განცხადებაში ერაყს აღუთქვეს მტკიცე მხარდაჭერა ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში. შეხვედრაში არ მონაწილეობდნენ რუსეთი, ირანი და სირია. ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდარ აბადიმ 2 ივნისს პარიზში განაცხადა, რომ საერთაშორისო კოალიცია არ აკეთებს საკმარისს იმისთვის, რომ დაეხმაროს ბაღდადს ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან ბრძოლაში. პარიზში გამართულ კონფერენციაზე, აბადიმ თქვა, რომ კოალიციური პარტნიორები არ აწარმოებენ ისლამური სახელმწიფოს პოზიციების ჰაერიდან საკმარისად დაზვერვას. პარიზის შეხვედრის მონაწილეების მსჯელობის საგანი ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაა. მასპინძელი ქვეყნის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, როლან ფაბიუსმა თქვა, რომ კოალიციამ დაადასტურა ერთსულოვნება ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში, მაგრამ ფაბიუსმა დასძინა, რომ ბრძოლა ხანგძლივი იქნება.

XS
SM
MD
LG