Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: ევროპელი პოლიტიკოსების შავი სია არაა პოლიტიკურად მოტივირებული


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგი ლავროვმა განაცხადა, ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკოსებისთვის რუსეთში ჩასვლის აკრძალვა არ არის მოტივირებული პოლიტიკურად. მან უარყო ბრალდება, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება იმ პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც კრემლის მიმართ კრიტიკული იყვნენ. ლავროვის თქმით, ევროპის კავშირის უკმაყოფილება სიით, რომელშიც კრემლმა 89 პოლიტიკოსის გვარი შეიტანა, „აბსურდამდე“ მივიდა. მან ახსენა სანქციები, რომლებიც რუსეთს დაუწესა ევროკავშირმა და რომლებიც, სხვათა შორის, რუსეთის პოლიტიკოსების და უკრაინელ სეპარატისტთა 151 გვარს შეიცავდა. მათ გაუყინეს აქტივები და ჩამოართვეს ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის უფლება.

XS
SM
MD
LG