Accessibility links

ჰამასმა ღაზაში ისლამური სახელმწიფოს მომხრე მოკლა


ღაზაში ჰამასის ძალებმა მოკლეს ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი. ეს ასეთი პირველი შემთხვევაა მას მერე, რაც ჰამასმა დაიწყო ამ ექსტრემისტული გაერთიანების მომხრეთა გამოვლენა. ჰამასის თანახმად, 27 წლის კაცი დაიღუპა მისი დაპატიმრების მცდელობის დროს. ცნობით, მან უარი თქვა დანებებაზე და ცეცხლი გახსნა. ისლამურმა სახელმწიფომ ჰამასს 48 საათი მისცა შეწყვიტოს მისი მომხრეების დევნა და გაათავისუფლოს ისლამური სახელმწიფოს მომხრეები. ჰამასი ამ დაჯგუფებას ადანაშაულებს ბოლო ხანს მის საგუშაგოებზე მოწყობილ აფეთქებებში.

XS
SM
MD
LG