Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლატერი გადადგება ფიფას პრეზიდენტის პოსტიდან


ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. „ფიფა ჩემი ცხოვრება იყო... ფიფა და მსოფლიო ფეხბურთი ჩემთვის უმთავრესი ფასეულობაა. მოწვეული იქნება საგანგებო კონგრესი, რათ რაც შეიძლება მალე მოხდეს ჩემი მემკვიდრის არჩევა“, - ამის შესახებ 79 წლის ზეპ ბლატერმა სამშაბათს, ციურიხში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 28 მაისს ბლატერი მეხუთე ვადით აირჩიეს ფიფას პრეზიდენტად, კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალისა და ფიფას მაღალჩინოსნების დაპატიმრების ფონზე. შვეიცარიამ 27 მაისს ფიფას შვიდი მაღალჩინოსანი დააპატიმრა კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე. ამავე დროს, დაიწყო გამოძიება მექრთამეობისა და ფულის გათეთრების ვარაუდებზე, რაც უკავშირდება 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების გამართვის უფლების მინიჭებას შესაბამისად რუსეთისა და კატარისთვის.

XS
SM
MD
LG