Accessibility links

logo-print

ესტონეთის პრეზიდენტი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ნაადრევად მიიჩნევს


ევროკავშირის წევრობა ძალიან კარგია, მაგრამ ამისთვის საქართველომ ჯერ საშინაო დავალება უნდა შეასრულოს, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ესტონეთის პრეზიდენტი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სამშაბათს ესტუმრა საქართველოს. ესტონეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ბუქარესტის სამიტზე მიღებულ დეკლარაციას მხარს უჭერს. თუმცა, საქართველოს ნატოს წევრობასთან დაკავშირებით დღის წესრიგი ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის, მაგრამ დადგება ამის დრო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა ქართველ კოლეგასთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

XS
SM
MD
LG