Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზის კონფერენციაზე ერაყის ერთიანობის საკითხი დადგა


ერაყში ეთნიკური და რელიგიური დაქსაქსულობის საკითხი წამოიჭრა პარიზში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც 2 ივნისს გაიმართა და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას მიეძღვნა. ერაყის პრემიერ-მინისტრი ჰაიდერ ალ-აბადი, რომელიც ზომიერი შიიტია, აღმოჩნდა ზეწოლის ქვეშ დასავლელი მოკავშირეების მხრიდან. აბადის უნდა დაემტკიცებინა, რომ შესწევს უნარი გააერთიანოს დაქსაქსული ერაყი „ისლამური სახელმწიფოსგან“ რამადის დასახსნელად. აბადი კონფერენციაზე ირწმუნებოდა, რომ მისი არმია ერთიანია და „მზად არის ბრძოლისთვის“. რამადის დაკარგვა კი ერაყის პრემიერ-მინისტრმა დააბრალა არასათანადო მხარდაჭერას 20 წევრიანი კოალიციის მხრიდან. კოალიციამ „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე 4000-ზე მეტი საჰაერო იერიში მიიტანა. ერაყის ქურთისტანის რეგიონი აკრიტიკებს ბაღდადს პარიზის კონფერენციაზე „არდაშვების“ გამო. ავტონომიური რეგიონის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბაღდადი აკნინებს ფეშმერგის ძალების მიერ გაღებულ მსხვერპლს.

XS
SM
MD
LG