Accessibility links

logo-print

აშშ-ის საჰაერო ძალებმა გამოაცხადა კონკურსი რაკეტის გამშვებ სისტემაზე


აშშ-ის საჰაერო ძალებმა 2 ივნისს გამოაცხადა კონკურსი რაკეტის გამშვები ახალი სისტემის შემუშავებაზე იმისათვის, რომ ის აღარ იყოს დამოკიდებული რუსეთში წარმოებულ ძრავებზე სამხედრო და სადაზვერვო თანამგზავრების გაშვებისას. გენერალ-ლეიტენანტმა სემუელ გრივსმა, რომელიც აშშ-ის საჰაერო ძალების კოსმოსური და სარაკეტო სისტემების ცენტრს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ დაინტერესებულ კერძო კომპანიებს კონკურსში ჩართვა 23 ივნისამდე შეეძლებათ. აშშ-ის მთავრობა აპირებს 160 მილიონი დოლარი გაანაწილოს კონკურსის ოთხ მონაწილეს შორის. აშშ-ის საჰაერო ძალები ცდილობს კონგრესის მიერ დადგენილ ვადაში ჩაეტიოს და 2019 წლამდე შეწყვიტოს რუსეთში წარმოებული RD-180 ტიპის ძრავების გამოყენება სამხედრო და სადაზვერვო თანამგზავრების გაშვებისთვის. გადაწყვეტილება რუსეთში წარმოებული ძრავების გამოყენების აკრძალვის შესახებ აშშ-ის კონგრესმარუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მიიღო.

XS
SM
MD
LG