Accessibility links

logo-print

ვლადიმირ კარა-მურზა (უმცროსი) ერთკვირიანი კომიდან გამოვიდა


ცნობილი რუსი ოპოზიციონერი აქტივისტის ვლადიმირ კარა-მურზას (უმცროსის) მეგობრები და თანამებრძოლები აცხადებენ, რომ ის ერთკვირიანი კომიდან გამოვიდა. ვლადიმირ კარა-მურზა ერთი კვირის წინ მოსკოვში მოწამლვის ნიშნებით შეუძლოდ გახდა. „ვლადიმირი კომიდან გამოვიდა“, - წერს „ტვიტერზე“ მიხაილ ხოდორკოვსკი. 33 წლის ვლადიმირ კარა-მურზა არის ხოდორკოვსკის არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია რუსეთის“ კოორდინატორი. ახლახან „ღია რუსეთმა“ გამოაქვეყნა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც გაკრიტიკებულია ჩეჩნეთის რეგიონის კრემლის მიერ მხარდაჭერილი ლიდერი რამზან კადიროვი. „ღია რუსეთის“ წარმომადგენელთა თანახმად, ვლადიმირ კარა-მურზას მეუღლეს უთქვამს, რომ მისი ქმარი „თვალებს ახელს და ახლობლებს ცნობს“. ვლადიმირ კარა-მურზას მოულოდნელმა ავადმყოფობამ მის მხარდამჭერებს გაუჩინა ეჭვი, რომ ის შეიძლებოდა მოეწამლათ.

XS
SM
MD
LG