Accessibility links

logo-print

სამართალდამცავებმა იპოვეს ბორის ნემცოვის მკვლელობის სავარაუდო იარაღი


სამართალდამცავებმა იპოვეს იარაღი, რომლითაც, სავარაუდოდ, მოკლეს ბორის ნემცოვი. ამის შესახებ ოთხშაბათს „ინტერფაქსს“ შეატყობინა წყარომ, რომელიც ჩახედულია გამოძიების პროცესში. იმავე წყაროს თანახმად, ნაპოვნ იარაღს ექსპერტიზა უტარდება. წყაროს არ დაუზუსტებია იარაღის აღმოჩენის ადგილი. „ინტერფაქსს“ იარაღის პოვნის შესახებ ოფიციალური დადასტურება არ მიუღია. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გამოძიების პროცესში ნაპოვნი იყო რამდენიმე პისტოლეტი, რომელიც ექსპერტიზაზე გაგზავნეს. ორი პისტოლეტი მდინარე მოსკოვში იპოვნეს. იარაღი ნაპოვნია ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე დაკავებულთა ბინებშიც, მათ შორის მკვლელობის სავარაუდო შემსრულებელ ზაურ დადაევის ბინაშიც. „ინტერფაქსის“ წყაროს თანახმად, არც ერთი ეს იარაღი მკვლელობის იარაღი არ იყო. ბორის ნემცოვი 27 თებერვალს მოსკოვის ცენტრში მოკლეს.

XS
SM
MD
LG