ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა ფიფასთან დაკავშირებულ ექვს პირზე, შეერთებული შტატების მიერ წარმოებული გამოძიების საფუძველზე. ინტერპოლის დღევანდელი განცხადებით, მან „წითელ ცირკულარში“ შეიყვანა მსოფლიოში ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ორი ყოფილი წევრი და კიდევ ოთხი პირი გამომძალველობაში, შეთქმულებასა და კორუფციაში ბრალდებების საფუძველზე. ძებნილებს შორის არიან ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯეკ უორნერი ტრინიდადიდან და აღმასრულებელი კომიტეტის ყოფილი წევრი, ნიკოლას ლეოსი - პარაგვაის მოქალაქე. ძებნილების სიაში შეყვანილი დანარჩენი პირები არიან არგენტინელები ალეხანდრო ბურსაკო, ძმები უგო და მარიანო ხინკისები და ბრაზილიის მაუწყებლობის მმართველობის წევრი, ჟოზე მარგილიესი. ეს ცნობა ერთ დღეში მოჰყვა ფიფას პრეზიდენტის, ზეპ ბლატერის განცხადებას დაკავებული პოსტიდან გადადგომის შესახებ, კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით. 27 მაისს შვეიცარიის პოლიციამ დააკავა ფიფას შვიდი მაღალჩინოსანი, კორუფციაში აშშ-ის ბრალდებებთან დაკავშირებით.
ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა ექვს ადამიანზე, ფიფაში კორუფციის გამოძიებასთან დაკავშირებით
ყველაზე პოპულარული
1