Accessibility links

ხევსურეთში მაშველები განაგრძობენ მეწყრის შედეგად დაკარგული მწყემსის ძებნას


ხევსურეთში მაშველები განაგრძობენ მეწყრის შედეგად დაკარგული მწყემსის, გიორგი შეთეკაურის, ძებნას. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ სამაშველო ოპერაციას ამინდის გაუარესება ართულებს. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეწყრული პროცესი გააქტიურდა შატილის თემის სოფელ ხონისჭალაში, მდინარე ანზაკის ხეობაში. სამინისტროს ცნობითვე, ამინდის გაუმჯობესებისთანავე სტიქიის რაიონში გაემგზავრებიან ქართველი და ჩეხი გეოლოგები, რომლებიც შექმნილი სიტუაციის და რისკების შეფასების შემდეგ მოამზადებენ რეკომენდაციებს გადაუდებელი ზომების მისაღებად.

XS
SM
MD
LG