Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიხსნა "ღია მმართველობის პარტნიორობის" ევროპის რეგიონული კონფერენცია


თბილისში გაიხსნა "ღია მმართველობის პარტნიორობის" ევროპის რეგიონული კონფერენცია, რომელშიც მსოფლიოს ოცზე მეტი ქვეყნის ოფიციალური დელეგაციები მონაწილეობენ. საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც პარტნიორობის მაღალი დონის შეხვედრას მასპინძლობს. იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მონაწილე 65 ქვეყანას შორის საქართველომ კონფერენციის მასპინძლის სტატუსი მოიპოვა ღია მმართველობის სფეროში წარმატებების გამო. "ღია მმართველობის პარტნიორობა" აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს სახელისუფლო შტოების მეტ გამჭვირვალობას. პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების მთავრობები ვალდებულნი არიან, მაქსიმალურად გახსნილნი იყვნენ მოქალაქეებისთვის, ჩართონ ისინი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები. 2013 წელს საქართველო აირჩიეს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მმართველი კომიტეტის წევრად, ლონდონში ყოველწლიურ სამიტზე კი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმა 7 ყველაზე წარმატებულ პროექტს შორის დასახელდა. "ღია მმართველობის პარტნიორობის" ევროპის რეგიონული კონფერენციის მონაწილეებს დღეს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ.

XS
SM
MD
LG