Accessibility links

აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლებმა სამი სამოქალაქო პირი შეიწირა


აღმოსავლეთ უკრაინიდან გავრცელებული ინფორმაციით, ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა მთავრობის ჯარების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე მთავრობის ჯარებსა და სეპარატისტ მეამბოხეებს შორის ბრძოლის განახლების შედეგად. ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის უფროსი, გენადი მოსკალი ინტერნეტში გავრცელებული ცნობით იუწყება, რომ ხანდაზმული ცოლ-ქმარი დაიღუპა, როცა მათ ავტომანქანას ჭურვი მოხვდა 3 ივნისის დილას. ხოლო დონეცკის ოლქში მეამბოხეები აცხადებენ, რომ ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა და ერთი დაიჭრა ქალაქ იენაკიევეზე საარტილერიო იერიშის შედეგად. დაზიანდა 20-მდე შენობა. სულ კონფლიქტმა, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილში დაიწყო, 6400-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG