Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში ნიღბიანმა პირებმა დაარბიეს უფლებადამცველი ჯგუფის ოფისი


რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაცია „კომიტეტი წამების წინააღმდეგ“ აცხადებს, რომ ჩეჩნეთში მისი ოფისი დაარბია რამდენიმე ნიღბიანმა, ხელკეტებით შეიარაღებულმა მამაკაცმა. აქტივისტები აცხადებენ, რომ პოლიცია არ გამოხმაურებია დახმარების თხოვნას და მათ გაქცევით უშველეს თავს - ფანჯრებიდან გადაძვრნენ ქუჩაში. გროზნოში ორგანიზაციის “კომიტეტი წამების წინააღმდეგ“ ოფისზე პირველად არ მომხდარა თავდასხმა, ყოფილა მისი წევრების ცემის შემთხვევებიც. გროზნოში სახელმწიფო ტელეარხმა ინციდენტი მოიხსენია, როგორც „სამოქალაქო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პროტესტი“ არასამთავრობო ორგანიზაციების „პოლიტიზირების“ წინააღმდეგ. „კომიტეტი წამების წინააღმდეგ“ მიეკუთვნება მცირერიცხოვან უფლებადამცველ ჯგუფებს ჩეჩნეთში, რომლის ლიდერსაც - კრემლის მხარდაჭერის მქონე რამზან კადიროვს - ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევაში ადანაშაულებენ.

XS
SM
MD
LG