Accessibility links

logo-print

აშშ: ცხრა თვეში მოკლულია „ისლამური სახელმწიფოს“ 10 ათასზე მეტი მებრძოლი


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლინკენის განცხადებით, ექსტრემისტების მოძრაობა „ისლამური სახელმწიფოს“ 10 ათასზე მეტი წევრია მოკლული მას შემდეგ, რაც საერთაშორისო კოალიციამ ცხრა თვის წინ დაიწყო საჰაერო დარტყმები ექსტრემისტების პოზიციებზე ერაყსა და სირიაში. ბლინკენმა პარიზში, საფრანგეთის რადიოსთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი პროგრესია მიღწეული, მაგრამ ჯგუფი ინარჩუნებს წინააღმდეგობის გაწევის უნარს. „ამ კამპანიის დაწყებისას ჩვენ ვთქვით, რომ მას დრო დასჭირდებოდა. ჩვენ სამწლიანი გეგმა დავსახეთ და ახლა ცხრა თვეა გასული“, განაცხადა ბლინკენმა. აშშ-მა და 20 ქვეყნისაგან შემდგარი საერთაშორისო კოალიციის დანარჩენმა წევრებმა 2 ივნისს პარიზში გამართულ კონფერენციაზე მხარი დაუჭირეს ერაყის გეგმას ქვეყნის ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენის შესახებ.

XS
SM
MD
LG