Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკის დასავლეთით ბრძოლები მიმდინარეობს


უკრაინის სამხედრო წარმომადგენლების ცნობით, სეპარატისტებმა წამოიწყეს დონეცკის დასავლეთით მთავრობის ჯარების პოზიციებზე იერიში, რომლისთვისაც იყენებენ ტანკებს, ჭურვებსა და არტილერიას. უკრაინის არმიის პრესმდივნის, ანდრეი ლისენკოს განცხადებით, მეამბოხეებმა 3 ივნისს დაიწყეს სამხედრო ძალების პოზიციების „მასიური დაბომბვა“ მარიინკის და კრასნოგორივკის მახლობლად. მარიინკა დონეცკის დასავლეთით, 15-მდე კილომეტრში მდებარეობს. საკუთრივ დონეცკს მეამბოხეები აკონტროლებენ. ცნობების თანახმად, სეპარატისტების სამხედრო მეთაური ედუარდ ბასურინი, თავის მხრივ, მთავრობის ჯარებს ადანაშაულებს მეამბოხეებისთვის საარტილერიო ცეცხლის დაშენაში.

XS
SM
MD
LG