Accessibility links

კიევი: უკრაინის ჯარებმა დანაკარგის გარეშე მოიგერიეს სეპარატისტების იერიში


უკრაინის თავდაცვის მინისტრი, სტეპან პოლტორაკი აცხადებს, რომ უკრაინის ჯარებმა დანაკარგის გარეშე შეძლეს, შეეჩერებინათ სეპარატისტი მებრძოლების იერიში დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკაზე. მისი ინფორმაციით, დაიჭრა შვიდი სამხედრო მოსამსახურე. პოლტორაკი ამბობს, რომ 3 ივნისის დილას სეპარატისტების მოქმედება „მკვეთრად გააქტიურდა“, მაგრამ არ დაწყებულა იერიში ფრონტის მთელ ხაზზე. მანამდე უკრაინის სამხედრო წარმომადგენლებმა გაავრცელეს ცნობა, რომ სეპარატისტებმა წამოიწყეს დონეცკის დასავლეთით მთავრობის ჯარების პოზიციებზე იერიში, რომლისთვისაც იყენებდნენ ტანკებს, ჭურვებსა და არტილერიას. ცნობების თანახმად, სეპარატისტების სამხედრო მეთაური ედუარდ ბასურინი, თავის მხრივ, მთავრობის ჯარებს ადანაშაულებს მეამბოხეებისთვის საარტილერიო ცეცხლის დაშენაში.

XS
SM
MD
LG