Accessibility links

logo-print

შეტაკებებია აღმოსავლეთ უკრაინაში


უკრაინის ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის ინტენსიური შეტაკებები დაიწყო მეამბოხეთა ბასტიონის, დონეცკის მახლობლად. საქმე ეხება ესკალაციას, რომელმაც შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საერთაშორისო შუამავლებით მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით,სეპარატისტების მიერ 3 ივნისს, დონეცკიდან დასავლეთით განხორციელებული შეტევის გამოის იძულებული გახდა გამოეყენებინა არტილერია, რომელიც მინსკში მიღწეული მეორე შეთანხმების თანახმად გატანილი იყო, დემილიტარიზებული ზონის შექმნის მიზნით. სწორედ ამ შეთანხმებას ეფუძნებოდა თებერვლის შემდეგ არსებული, მყიფე ზავი. უკრაინის სამხედრო უწყების თანახმად, მან თავისი „საერთაშორისო პარტნიორები“ გააფრთხილა მძიმე შეიარაღების გადატანის შესახებ. უწყების თქმით, ეს ზომა აუცილებელია საიმისოდ, რომ მოიგერიონ სეპარატისტების შეტევა, რომელშიც 1000 მებრძოლი მონაწილეობს, ტანკებთან და არტილერიასთან ერთად. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ბრძოლას ემსხვერპლა ორი უკრაინელი სამხედრო და დაიჭრა 30.

XS
SM
MD
LG